კახა კალაძე: ერეკლე მეორის ძეგლს ვინც აკრიტიკებს, ისინი მხოლოდ სიცრუით და ცილისწამებით არიან დაკავებული

კახა კალაძე

ერეკლე მეორის ძეგლს ვინც აკრიტიკებს, მხოლოდ სიცრუით და ცილისწამებით არიან დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „ეს კრიტიკა კი არ არის, ეს არის ბოღმის ნთხევა“.

„გაგიჟებული არიან, ახლად გახსნილ ძეგლს ხან რა დაუწუნეს, ხან რა. ბოლოს ის მოიფიქრეს, რომ ერეკლე მეორეს ხმალი არ უკავიაო. უბრალოდ, წარმოუდგენელია. ვინც ამ ძეგლს აკრიტიკებს, ისინი დაკავებული არიან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით და ცილისწამებით. არაფერი გააჩნიათ და არიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.