„ქართული ოცნება“ უალტერნატივოა, უამრავი კეთილი საქმეა გაკეთებული ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში“ - ჯაბა კოღუა

ჯაბა კოღუა

„ქართული ოცნების“ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა კოღუა "კურიერის" ეთერში სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„ჩემი მიზანია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდე და მქონდეს მათთან კომუნიკაცია, ურთიერთობა და რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოვისმინო.

მე მინდა „ქართული ოცნების“ გუნდს და ბატონ კახი კალაძეს მადლობა გადავუხადო, რომ ჩემზე გააკეთეს არჩევანი.

ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლოა, ვიყო იმ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩემს მეგობრებთან, ჩემი შვილები ამ რაიონში იზრდებიან.

2017 წლიდან მე ვიყავი ლევან კობიაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი, რა დროსაც უამრავ მნიშვნელოვან პროექტში მივიღე მონაწილეობა. ეს შანსი კი მეტ შესაძლებლობას მომცემს განვავითარო აქაურობა.

მიჭირს ამ რაიონში, რომელიმე პროექტი გამოვყო, თუმცა უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა მაგალითად: მეხუთე მიკრო რაიონის სკვერი, ასევე მეშვიდე მიკროში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა და ყოველდღიურად ვიყავი ჩართული ზუსტად ამ პროექტში.

"ქართული ოცნება" უალტერნატივოა, უამრავი კეთილი საქმეა გაკეთებული ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში.

გლდანი არ არის ჩემთვის მხოლოდ მისამართი და სახელწოდება, ეს არის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც მყავს უამრავი მეგობარი და ყოველთვის და ახლაც მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ყველა კეთილ საქმეში, რაც ამ რაიონში განხორციელდება,“ - აცხადებს ჯაბა კოღუა.