კახა კალაძე EPP-ს განცხადებასთან დაკავშირებით: მათი მთავარი მიზანია ხელი შეუწყონ ძალადობრივ ჯგუფებს და საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის გაავრცელონ სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია

 კახა კალაძე

,,მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება გაჯერებულია სიძულვილით, ტყუილითა და სიცრუით, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ დავაკვირდებით მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებულ რეზოლუციებს, გაკეთებულ განცხადებებს, არანაირი სიმართლის ნაპერწკალი არ არსებობს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეძებენ  შავ ხვრელებს  რათა დააფინანსონ სახელმწიფო გადატრიალებები ქვეყანაში.

"მათი მთავარი მიზანი არის ხელი შეუწყონ და წაახალისონ ეს ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფები და საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული.

პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ - ვეძებთ გზებს, შავ ხვრელებს  ვეძებთ იმისთვის, რომ დავაფინანსოთ სახელმწიფო გადატრიალებები ქვეყანაში. ეს წარმოუდგენელია.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ არაფორმალური მმართველობა გაბატონებულია მსოფლიოში და პრეტენზია აქვს იმისა, რომ მთელი მსოფლიო მართოს, ეს ადამიანები არ ისვენებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.