მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქრონიკასთან“ 2012 წლის 1 ოქტომბრის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„[„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე] შეზღუდული იყო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. გვახსოვს რა დამოკიდებულება იყო ბიზნეს სექტორის მიმართ, როგორი ზეწოლა იყო. ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ. ძალიან მძიმე რეალობის წინაშე იდგა ქვეყანა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, როდესაც განცხადება გააკეთა, სრულიად საქართველო გაერთიანდა ამ ადამიანის ირგვლივ. ბიძინა ივანიშვილს ყველა ვიცნობდით როგორც მეცენატსა და ქველმოქმედს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო ხელისუფლებაში მოსვლა“, - აღნიშნა კალაძემ.