კახა კალაძე: ძალიან მალე საქართველოს ეყოლება სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი და არა მოღალატე აგენტი

 კახა კალაძე

ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამიტომ ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს და ის რჩება პრეზიდენტად.

„სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ოთხი პარასკევი დარჩენია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი ოთხ კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.