კაია კალასი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე: შეთანხმებას ამჟამად ვერ მივაღწიეთ

კაია კალასი

განვიხილეთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ქმედებებს დგამს, საკმაოდ ნათელია, თუ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ მიღებულ განაჩენებს შევხედავთ, რომ უკიდურესად - აი, არ ვიცი ზუსტად რა სიტყვა გამოვიყენო - განაჩენები არ არის პროპორციული, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა.

მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ.

„მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, რეპრესიის მანქანის ნაწილია. იყო საუბარი დღეს ასევე სანქციების დაწესებაზე მოსამართლეეებზე, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. გვქონდა დღეს მსჯელობა და დავუბრუნდებით თემას ივლისში. შეთანხმებას ამჟამად ვერ მივაღწიეთ. იმედი მაქვს შეიძლება გვქონდეს რამე მოძრაობა იმ დროისათვის. მსჯელობაა, ვსჯით თუ არა საქართველოს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი განზრახვა არაა ქართველი ხალხის დასჯა ან საქართველოს დასჯა. განზრახვაა დასჯა მათი, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, კონკრეტული პირები საქართველოში“, - დასძინა მან.