1753353596
ჯორჯია მელონი ტრამპს: ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენს მცდელობებს მშვიდობის დამყარებისთვის

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გუშინ თეთრ სახლში გამართული სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ის მხარს უჭერს მის მიერ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს დღეს დიალოგი სურს, უკვე ნიშნავს იმას, რომ უკრაინის კონფლიქტში რაღაც შეიცვალა.
„სამ-ნახევარი წელი ჩვენ ვერ ვხედავდით ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთს დიალოგი სურს. ასე რომ, რაღაც შეიცვალა. დიდი მადლობა თქვენ, პრეზიდენტო ტრამპ. მადლობა ასევე ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის შეჩერებისთვის, რომელიც მიღწეულია უკრაინელების სიმამაცით და იმ ერთიანობით, რომელსაც ჩვენ ყველა ვაჩვენებთ უკრაინელებს. თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენს მცდელობებს მშვიდობის დამყარებისთვის“, - თქვა მელონიმ.