წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ჩვენ აქ ვიმყოფებით მშვიდობიანი, გამჭვირვალე და ლეგიტიმური არჩევნების დასაკვირვებლად და მოხარული ვართ, რომ მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ ამ პროცესს, – ამის შესახებ აშშ-ის ილინოსისი შტატიდან ყოფილმა კონგრესმენმა, ჯონ შიმკუსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დანერგილი ელექტრონული სისტემა, ძალიან ჰგავს ილინოისის შტატში გამოყენებულ სისტემას, ამიტომ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს დაკვირვების პროცესში.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საარჩევნო დღეები ყოველთვის აღმაფრთოვანებელია, სავსეა დაძაბულობით, იმედითა და მისწრაფებებით. ჩვენ აქ ვიმყოფებით მშვიდობიანი, გამჭვირვალე და ლეგიტიმური არჩევნების დასაკვირვებლად და მოხარული ვართ, რომ მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ ამ პროცესს. ელექტრონული სისტემა, რომელიც დღეს ვნახე, ძალიან ჰგავს ილინოისის შტატში ჩვენს მიერ გამოყენებულ სისტემას, ამიტომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს პროცესზე დაკვირვებისას“, – განაცხადა ჯონ შიმკუსმა.