„4 შვილი დარჩა...“ - ყაზახეთში 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა
1784888925
საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ურთიერთობის ნორმალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის თავად ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ჯო უილსონი რადიკალიზმის ლობიზმს ახორციელებს და ქმნის არასწორ და არასანდო გარემოებას, რითაც ცდილობს, საქართველოს თავს დაესხას.
„საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს. ცრუ მოტივი და ნარატივი, რომელიც ჯო უილსონს ქართველი ხალხის მიმართ მუდმივად აქვს, ცხადია, ვერ გაიმარჯვებს. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. „დიფ სთეითი“ საკუთარი აგენტურით ძალიან ნერვიულობს და ცდილობს, ის ურთიერთობა არ შედგეს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამერიკისთვის. როგორც ჩანს, ამის პრაქტიკული შემსრულებელი ჯო უილსონია. დონალდ ტრამპის ცნობილ ფრაზას გავიხსენებ, რომ ამერიკა დაამარცხებს „დიფ სთეითს“ ან პირიქით. იმედია, ამერიკა დაამარცხებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარი ვერსია, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს. პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა.