WhatsApp-ს ახალი ფუნქციები დაემატა

ვოცაპი

WhatsApp-მა მომხმარებლებისთვის მორიგი განახლება წარადგინა, რომელიც აპლიკაციის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ახალი ფუნქციები უკვე ეტაპობრივად ვრცელდება Android-ისა და iPhone-ის მომხმარებლებზე.

კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სიახლეა New Member Tags – ფუნქცია, რომელიც ჯგუფებში ახლად დამატებულ წევრებს სპეციალური ნიშნით აჩვენებს, რაც სხვა მონაწილეებს უადვილებს ახალი წევრების ამოცნობას.

განახლებას ასევე დაემატა Text Stickers – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ტექსტისგან სწრაფად შექმნან სტიკერები და მიმოწერაში გამოიყენონ.

Meta-ს ინფორმაციით, სიახლეებს შორის არის iPad-ზე რეგისტრაციისა და ანგარიშის გამოყენების გაუმჯობესებული შესაძლებლობა, ავტომობილში WhatsApp-ის გამოყენების დამატებითი მხარდაჭერა და სხვა მცირე ფუნქციური ცვლილებები, რომლებიც შეტყობინებების გაგზავნასა და კომუნიკაციას უფრო მოსახერხებელს გახდის.

WhatsApp-ის განახლებები მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად აქტიურდება, ამიტომ თუ ახალი ფუნქციები ჯერ არ ჩანს, რეკომენდებულია აპლიკაციის უახლეს ვერსიამდე განახლება.