„4 შვილი დარჩა...“ - ყაზახეთში 35 წლის ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა
1784888925
საქართველოს უმეტეს რეგიონში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით მთიან და აღმოსავლეთ რეგიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ადგილობრივად სეტყვაც.
დაბლობში დღისით ჰაერი +31…+37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ყველაზე ცხელ რაიონებში ტემპერატურა შესაძლოა +38 გრადუსსაც მიუახლოვდეს. ღამის საათებში +19…+24 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში კვირის განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში ტემპერატურა +35…+37 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ დღეს შესაძლებელია ღრუბლიანობის მატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +30…+34 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ზღვისპირა კურორტებზე შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი – +28…+31 გრადუსი. დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შედარებით გრილი ამინდი იქნება. ტემპერატურა +20…+28 გრადუსს შორის იმერყევებს. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ადგილობრივად ძლიერი ქარი და სეტყვა.