ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია
1736520434
ჯო უილსონი არის ლობისტი, რომელსაც ბევრ ფულს უხდიან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ჯო უილსონი თავს ტრამპისტს ეძახის და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის იმიტომ დაიქირავა.
„ძალიან ვცოდავთ, რომ არ ვყვებით ვინ არის ჯო უილსონი. ის არის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან გადაიღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა და გამოუგზავნიდ, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა, ხან ლობირებას შესთავაზებდა, ასეთი ძალიან კომუნიკაბელური იყო და ამ კომუნიკაციით როგორც ჩანს სტილი შეცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ფული არ გადავუხადეთ.
„ნაცებმა“ ჯო უილსონი იმიტომ დაიქირავეს, რომ ის ასე პოზიციონირებს, რომ კონსერვატორია და ტრამპისტს ეძახის თავის თავს, თუმცა მისი დამოკიდებულება და ბოლო დროინდელი არც განცხადებები და არც გადაწყვეტილებები, მაინცდამაინც ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, საქართველოში იმით მანიპულირება, რომ ეს ადამიანი არის კონსერვატორი, ტრამპის მომხრე, ეს არის იმდენად გაცვეთილი, რომ მეტი არ შეიძლება. ეს არის ლობისტი, რომელსაც ბევრ ფულს უხდიან და ამის საშუალება აქვთ, იმიტომ რომ პენსიონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ფული გამოსძალეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ჯო უილსონი და ლორა თორნტონი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ, იმ ფონზე როცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად აქტიურად მუშაობს.