სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო ხელისუფლების დამხობის მცდელობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებული 5 პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ამ მუხლებით, პროკურატურამ მათ ბრალი გუშინ წაუყენა.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საქმის მასალებში არ დევს ხელშესახები მტკიცებულება და ბრალდება მხოლოდ დაკავებული პირების პოლიტიკური განცხადებებზეა აგებული.
"ჩვენს მოსაზრებებს სასამართლოს დავუფიქსირებთ, ჩვენი შუამდგომლობები გვექნება. ჯერჯერობით, საქმის მასალებში არაფერი ხელშესახები არ დევს. თავად დაკავებულების პოლიტიკური განცხადებების გარდა, ამის მიღმა დევს, რომ დაზიანდა პრეზიდენტის ღობე და ბოძკინტები. გასაგებია, რომ გამოძიება კიდევ წარმოადგენს ე.წ. მტკიცებულებებს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.