გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: დატოვეთ სკოლები ღია

გაერო

„იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის ომიკრონის ვარიანტი აგრძელებს გავრცელებას მთელ მსოფლიოში, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა არ შეწყვიტონ ბავშვების განათლების პროცესი“, - ამის შესახებ  გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ განაცხადა.

„დატოვეთ სკოლები ღია. სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა. ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა. ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა“, - აღნიშნავს ჰენრიეტა ფორე.