„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ გორდულაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეხება თამბაქოს რეალიზაციას, გაყიდვას, ვინაიდან ეს საკითხები მოქმედი კანონის თანახმად უკვე დარეგულირებულია.
„კანონპროექტი ასევე არ ეხება ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში აქამდე თავისუფლად ახორციელებდნენ თამბაქოს მოყვანას, თავდაპირველ დამუშავებას და დაჭრას. ისინი ისევე შეძლებენ განახორციელონ ეს საქმიანობა, როგორც დღემდე და ამისათვის არავითარი ლიცენზია მათ არ დასჭირდებათ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით ცხადად განისაზღვრა, რომ თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს თამბაქოს ნაწარმის იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, ასევე ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა. შესაბამისად, ის ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ თამბაქოს საქართველოში მოყვანას, პირველად დამუშავებას და დაჭრას, არ დაჯარიმდებიან ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის.
არჩილ გორდულაძის ინფორმაციით, ასევე გათვალისწინებულია ფინანსთა სამინისტროს შენიშვნა ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, თამბაქოს წარმოების ლიცენზიის წესის და პირობების შესახებ მთავრობას დადგენილება თავდაპირველი პროექტით 2024 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღო, ეს ვადა, კანონპროექტის ავტორების მიერ გათვალისწინებული შენიშვნის თანახმად, 1 ოქტომბრამდე გადაიწევს.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.