მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ

მამუკა მდინარაძე

ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტ ორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რითაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტი დღეს დგას მყარად და იღებს იმაზე მეტ გადაწყვეტილებას, ვიდრე ამას ოპოზიციის მავნებლობის პერიოდში ახერხებდა.

„შეუძლებელია შალვა პაპუაშვილის პოსტებს გაეცნო და არ შეაფასო და დააფასო სწორად, რასაც ის აკეთებს. ქრესტომათიული სიზუსტით აღწერს ხოლმე მოვლენებს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს არის თანამედროვე ისტორია, თანამედროვე რეალობა, რა დარტყმას უძლებს ქვეყნის გარედან ჩვენი სახელმწიფო, რამდენად ამაყად და მყარად დგას საქართველო და რა არის ამისათვის საჭირო. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ, რომ საქართველომ ასე გაუძლო წნეხს, რომელიც გარედან მოდიოდა და შიდა აგენტურის მერ მისი რეალიზების მცდელობა ხდებოდა ხოლმე. ბოლო წლებმაც აჩვენა ეს. საქართველოს პარლამენტიც, რომლის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება უნდათ ვიღაც-ვიღაცებს, ფეხზე დგას მყარად, იღებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ე.წ. ოპოზიციის მავნებლობის პერიოდში ვახერხებდით და თან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთან დაკავშირებითაც საერთოდ ხმას ვეღარავინ იღებს პრაქტიკულად.

მაგალითად, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში გამჭვირვალობის კანონზე ჩამოაქციეს ქვეყანა ორი წლის განმავლობაში, რომ ეს იყო თითქოს რუსული კანონი, ახლა მივიღეთ უფრო მკაცრი კანონი იმავე სფეროს დასარეგულირებლად, უფრო გაბედული ნაბიჯი გადავდგით და ამაზე ხმა ვეღარ ამოიღეს, იმიტომ, რომ ეს იყო ამერიკული FARA-ს ანალოგი და ამასობაში საზოგადოებასაც უკვე გათვითცნობიერებული ჰქონდა რასთან ჰქონდა საქმე რეალურად და რა მსოფლიო დონის საუკუნის აფერა შემოგვთავაზეს აგენტურამ და მართმა პატრონებმა“,- განაცხადა მდინარაძემ.