„დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან“ - რას წერს აქსანა თოფურია
1795263828
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ორშაბათს განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, რიგით მე-17 სხდომაზე კითხვებს ძირითადად მოპასუხე მხარე სვამდა, თუმცა მათი უმეტესობა მოიხსნა, რადგან პლენუმის განცხადებით, ფაქტობრივი მსჯელობის ნაცვლად, პარტიები სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.
"ნაციონალურ მოძრაობას" აინტერესებდა, რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. მოისმინა, რომ ბევრ სხვა ფაქტთან ერთად სარჩელში დევს სტრასბურგის სასამართლოს 227 გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სააკაშვილის თანაგუნდელებმა არცერთ ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ისევ არ აიღეს. მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონკრეტული განცხადებებიც, რომლითაც, მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, ბრალდებებისგან თავის არიდების უსუსური მცდელობა ჰქონდა:
"იყო ბრალდებებისგან თავის არიდების უსუსური მცდელობა. მცდელობა თავის დაძვრენის იმ უმძიმესი, ღრმა დანაშაულის მოცემულობისგან, რაც 2003–2012 წლებში ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა: კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის, უამრავი კრიმინალური სახის დანაშაულის ჩადენის და სხვა მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების განხორციელების თვალსაზრისით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.