პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ, რომ ერთი ხელის მოსმით, მედიას რამე დავაბრალო, მაგრამ ის, თუ როგორ ზრუნავს სხვადასხვა ინსტიტუტი ურთიერთშეთანხმებით, თუ შეთანხმების გარეშე, რომ საერთო შვეიცარიული ინტერესი გაიტანოს, რომელიც მათი საბანკო სისტემის, შვეიცარიული გაგებით, მედეგობას უკავშირდება, ალბათ ამაში შეიძლება ჩვენ ამოვიკითხოთ შვეიცარიული მედიის დამოკიდებულება,’’ - განაცხადა შვეიცარიულ მედიაში მასალის გამოქვეყნების უშედეგო მცდელობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა
როგორც ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, იყო მრავალი მცდელობა შვეიცარიულ მედიასთან. მათ, ასევე, მიმართეს კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელმაც ,,რადიო თავისუფლებაში’’ გამოაქვეყნა სტატია, სადაც გაკვირვება გამოხატა, რომ მედიას შეეძლო უარი ეთქვა მათი ინტერპრეტაციის გამოქვეყნებაზე. როგორც ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, მასაც გაუკეთეს შეთავაზება, საკუთარი ინტერპრეტაციის გამოქვეყნების, თუმცა, ის არ დაინტერესებულა.
,,ჩვენთვის ეს ძალიან სიმპტომატურია იმიტომ, რომ თუ შენ ხარ მიუკერძოებელი ჟურნალისტი, თუ შენ ხარ თავისუფალი ჟურნალისტი და კრიტიკული აზროვნების მატარებელი, შენ უნდა გტკიოდეს და პირველ რიგში, შენ უნდა მოითხოვდე, რომ ის, რაც სჭირს შენს ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო ინსტიტუტს, შენვე გამოიძიო. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევაც მივმართეთ ერთ-ერთ მსხვილ ჟურნალისტურ საგამოძიებო ჯგუფს, კონკრეტულ ჟურნალისტს შეთავაზებით, მან „რადიო თავისუფლებაში“ გამოაქვეყნა ქართულენოვანი ინტერვიუ, სადაც გაკვირვება გამოხატა, რომ ასეთი რამ ბუნებაში წარმოუდგენელია, რომ მედიას შეეძლო უარი ეთქვა ჩვენი ინტერპრეტაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ შევთავაზეთ მას გამოხმაურება, ინტერესი მისგან არის - ნული. შეთავაზება დღემდე ძალაშია,’’ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.