პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ივანიშვილისთვის დაიხურა მთელი შვეიცარიული მედია, აქედან ცხადია, რომ ძალიან სერიოზული ძალები დგანან ამ კამპანიის უკან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
“ადვოკატების წერილის გამოქვეყნებაზე უარს ამბობს შვეიცარიული მედია. ის შვეიცარიული მედია, რომელიც აქამდე ყოველთვის დიდი ინტერესით აქვეყნებდა და პირიქით, თვითონ ეძებენ ხოლმე ასეთ დროს საკბილოს, რომ გამოძიება წავიდეს, გამოაქვეყნონ. მაგრამ როგორც კი ადვოკატების წერილში ითქვა, რომ ამ შვეიცარიული ბანკის მოქმედების უკან დგას არა უშუალოდ შვეიცარიული ბანკის გარკვეული ინტერესები, არამედ რაღაც სხვა ძალები, პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც აიძულებდნენ შვეიცარიულ ბანკს სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღონ, აღმოჩნდა, რომ მსგავსი წერილის გამოქვეყნების მიმართ აღმოჩნდა დახურული მთელი შვეიცარიული მედია. აქედან ცხადია, რომ ძალიან სერიოზული ძალები უდგანან მთელ ამ კამპანიას ზურგს უკან და ამ ძალებს შეიძლება ჰქონდეთ ერთადერთი მიზანი, სხვა ახსნა არ აქვს: რამენაირად საქართველო ჩაითრიონ ომში, რამენაირად აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში ასეთი ფინანსური ზეწოლებით აიძულონ რომ ჩაერთოს ომში“, - ამბობს სუბარი.