"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა. საუბრის ფაქტი ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს იცვლის, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციისთვის ეს ფაქტი დიდი მოულოდნელობა და არასასიამოვნო სიახლეა, რაც ასევე ადასტურებს იმასაც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას.
"საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა. საუბრის ფაქტი ადასტურებს, რომ დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს იცვლის, მაკრონმა მზაობა გამოთქვა საქართველოში შექმნილი სიტუაციის განმუხტვაში თავისი პოზიტიური წვლილი შეუტანოს, რაც ოპოზიციისთვის დიდი მოულოდნელობა და არასასიამოვნო სიახლეა, მაკრონთან გამართული საუბარი ადასტურებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია საფრთხის ქვეშ არ დგას. ლიბერალებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. ივანიშვილმა, მაკრონი აქციების უსაფუძვლობაში და არჩევნების დარღვევების გარეშე ჩატარებაში დაარწმუნა." - წერს დავით ჩიხელიძე.