„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს.
პაატა სალიამ მინისტრთა პლენარული სესიის ფარგლებში ფორუმის დელეგატებს სიტყვით მიმართა და საჯარო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას საჯარო სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების თაობაზე.
გაეროს სერვისების ფორუმს, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს.