1759659123
იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს უწყებების მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებსაც გაეცნენ.