რუსეთში კლინიკაში ხანძარი გაჩნდა - რა ხდება ადგილზე
1731936495
ისტორიას შულავერის კომიტეტის გაგზავნილი ბევრი ასეთი წერილი ახსოვს, მაგრამ დღეს ქვეყანა ფეხზე დგას, განვითარებას აგრძელებს, მათი სახელი კი ისტორიის სანაგვეზეა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ქადაგიშვილი გამოეხმაურა ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანების წერილს, რომლითაც ისინი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ.
„სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიას შულავერის კომიტეტის მიერ გაგზავნილი ბევრი ასეთი წერილი ახსოვს, მაგრამ ქვეყანამ ყველაფერი გამოიარა და დღეს ფეხზე დგას, განვითარებას აგრძელებს. შულავერის კომიტეტის წერილებს ვინც წერდა, მათი სახელი და ბედი ყოველთვის არის ქართული ისტორიის სანაგვეზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.