1779737742
ისრაელის, შვეიცარიის, იაპონიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი კვლავ ადასტურებენ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო. "ძვირფასო საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! გულწრფელად, თქვენი ისრაელი", - წერია საგარეო უწყების მილოცვაში.
"ეს დღე ყველა იმ ქართველს ეკუთვნის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნულია შვეიცარიის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს იაპონიის საელჩოც. დიპლომატიური მისია გამოთქვამს იმედს, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.










