ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ბეიტ ლაჰია კატასტროფის ზონად გამოცხადდა

ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ბეიტ ლაჰია კატასტროფის ზონად გამოცხადდა

ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ბეიტ ლაჰია კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, ქალაქი კატასტროფის ზონად ცხადდება ისრაელის გამანადგურებელი ომისა და ალყის გამო, რის შედეგადაც ქალაქში არ არის საკვები, წყალი, არ მუშაობენ საავადმყოფოები და ექიმები.

ადგილობრივები ითხოვენ უსაფრთხო დერეფნების გახსნას სამედიცინო ინვენტარის, საკვების, საწვავის და სამოქალაქო თავდაცვის აღჭურვილობის შესატანად.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ ბეიტ ლაჰიას დაბომბვას 120 ადამიანი ემსხვერპლა. მრავალსართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად 25 ბავშვი დაიღუპა.

ისრაელის სამხედრო ძალებს ტერიტორია, უკვე 24 დღეა, ალყაში აქვთ მოქცეული.