„გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე...“ - პატრიარქი მრევლს მიმართავს
1734334084
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, საუბარი, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, „ძალიან მეგობრული და მნიშვნელოვანი იყო“. საუბარი შეეხო ღაზაში მყოფი ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქე მძევლების გათავისუფლებას და სირიაში განვითარებულ მოვლენებს.
„სირიაში კონფლიქტის არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ განვსაზღვრავთ ისრაელის პოლიტიკას სირიასთან მიმართებით, ადგილზე არსებული მდგომარეობით. შეგახსენებთ, რომ ათწლეულების განმავლობაში სირია აქტიური მტერი იყო ისრაელის. ის ჩვენ თავს გვესხმოდა, სხვებს აძლევდა ნებას, რომ დაგვსხმოდა თავს თავისი ტერიტორიიდან. სირია აძლევდა ნებართვას ირანს, რომ „ჰეზბოლა“ შეიარაღებულიყო მის ტერიტორიაზე. რომ დავრწმუნდეთ, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება, ძლიერი ქმედებები განვახორციელეთ ბოლო დღეებში. ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ერთად მე დავავალე თავდაცვის ძალებს, აღეკვეთათ სირიიდან პოტენციური საფრთხე“, - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ მინისტრი.