ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა

ნკ

 ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას, სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელმა საავიაციო იერიში მიიტანა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯაბალიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე. ადგილობრივი ექიმების ცნობით, პოლიციის განყოფილებას ისრაელის ორი რაკეტა მოხვდა.

ისრაელის სამხედროების თქმით, მათ „ჰამასისა“ და „ისლამისტური ჯიჰადის“ ჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს, რომელსაც ისინი ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმარებისა და განხორციელებისთვის იყენებდნენ.