დღეს სარკისებური თარიღია - გადატვირთეთ თქვენი ცხოვრება და აისრულეთ სანუკვარი სურვილები
1760040007
ისნის რაიონის გამგეობას დავით ხაბეიშვილი უხელმძღვანელებს. გამგებლის კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
„დავით ხაბეიშვილი მერიის უწყებაში წლებია მუშაობს. ის გამგებლის მოადგილე გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული გამგებლის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ერთად მოვახერხებთ იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევას, რომელიც არსებობს. მინდა, დავით ხაბეიშვილს წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.