ერთი თვით იზღუდება მოძრაობა ღამის საათებში - ნახეთ მერიის განცხადება
1753107640
4 ოქტომბრის არჩევნები, როგორც ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი - ბარიერგადალახული პარტიებიდან ორი ბოიკოტს ემხრობა, ორი კი საარჩევნო მარათონში ჩასართავად მზადაა.
ხელისუფლების ოპონენტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა 19 ივლისის აქციაზეც გამოჩნდა - ბოიკოტში მყოფებმა არჩევნებში მონაწილე ყოფილ კოლეგებს პროტესტი რუსთაველის გამზირზეც გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ გაამხილეს გეგმა - ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში!
ოპოზიციაში დაპირისპირება მოულოდნელი არ ყოფილა "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე ისინი მორიგ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით "ლელო" და პარტია "საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობენ, ხოლო შედეგებზე ისინი თავად აგებენ პასუხს.
"სამწუხაროა, რომ ამ ერთობას და ჩვენი ხალხის, საზოგადოების მოთხოვნებს ზურგი შეაქციეს "ლელოს" და გახარიას წარმომადგენლებმა. გადაწყვიტეს, რომ დაეხმარონ არალეგიტიმურ "ქართულ ოცნებას" და მათ მიანიჭონ ერთგვარი ლეგიტიმაცია. გამოდის, რომ ისინი თამაშობენ არალეგიტიმური "ქართული ოცნების" თამაშს, ამიტომ შედეგებზეც თავად იქნებიან პასუხისმგებლები", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.