ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად შორდებიან
1714146360
ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ უკვირთ სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება მორიგი დასტური და აღიარებაა, რომ ჩატარებულ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
"მმართველმა პარტიამ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო. ასევე, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ მომხდარიყო. ეს არის მისი მხრიდან ამ ყველაფრის აღიარება, ისევე, როგორც ის შიდა დაპირისპირება, რომელიც ამ განცხადებამ გამოიწვია, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არათუ პარტიებს შორის არის კოორდინაცია, არამედ თვითონ პარტიაში, ერთმანეთს შორის არ აქვთ მსხვილი პოზიცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ პირადი ამბიციები და მიზნები აწუხებთ. სწორედ ამიტომ არის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ ცალსახად უნდობლობას უცხადებს", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რომელიც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა.