ის რასაც მე ვერ ვხედავ არის უცნაური, ღია ტექნიკური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა. რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა - ნაჩო სანჩესი

ნაჩო სანჩესი

„პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ არის, რომ არ მოხდეს პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობა. გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის განსხვავებული სტატუსის მინიჭების შესახებ პოლიტიკური შეცდომაა. ცხადია, ეს ქმნის მეტ პოლარიზაციას. უპირველეს ყოვლისა თავიდან უნდა იქნეს აცილებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა პოლარიზაცია გამოიწვიოს, რადგან ერთი საკითხია, თუ რას ვიფიქრებთ აქ, თუმცა პრობლემაა ის, თუ როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს საქართველოში",- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-თან  მიცემულ კომენტარში განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, დეპოლარიზაციის შემცირებისთვის საჭიროა ოპოზიციის და ხელისუფლების გაერთიანება. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაჩნდეს ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, რადგან ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება.

,,მეორე ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გარკვეული პირობების შექმნაა. ჩვენ მტკიცედ ვამბობ, რომ ამისთვის გაერთიანებაა საჭირო. ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს რათა 12 -ვე პუნქტი შესრულდეს, რადგან ახლა არის ის მომენტი, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა რა იყო მანამდე, ამიტომ აქ არ არსებობს განსხვავებული სცენარი. მთავრობამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები, ცხადია ეს არის ლეგიტიმური არჩევნების შედეგად დანიშნული მთავრობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს. ამიტომ, მთავრობამ უნდა მოიწვიოს ოპოზიცია დიალოგისთვის და ოპოზიცია, უნდა შეუერთდეს მას. რათა ამ დიალოგში მოხდეს იმ შესაძლებლობების გამორკვევა, რომელიც ამ ვალდებულებების შესასრულებლად თითოეულ მხარეს აქვს. ის რასაც მე ვერ ვხედავ არის უცნაური, ღია ტექნიკური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა. რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა. ხელისუფლებაში ლეგიტიმური მთავრობაა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, ქვეყნის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები. ხელისუფლებას მოუწოდებ, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა მათ შეუერთდეს ოპოზიცია და მოხდეს 12 პუნქტის შესრულება. ეს არის საკვანძო საკითხი ქვეყნისთვის. არ დაკარგოთ მეტი დრო,’’ - განაცხადა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა.