5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
ტარიფები არის ეკონომიკური ომის ერთ ერთი ინსტრუმენტი - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაბეგროს იმპორტირებული ფოლადი და ალუმინი, არის მხოლოდ დასაწყისი და ევროპასთან პოლიტიკა მომდევნო რამდენიმე თვეში უფრო მეტად გამოიკვეთება.
„აანონსებდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან ის პირველ რიგში თავისი ქვეყნის ინტერესებს უყურებს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფალი მოიქცევა ისე, როგორც ბატონი ტრამპი იქცევა. ასე, რომ დავაკვირდეთ როგორი შედეგები იქნება. ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყო,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.