"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ის კეთილდღეობა, რომელიც მოჰყვება დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, უნდა მოხდეს წინაპრების დანატოვარი წესებით, ჩვეულებებით, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, - განაცხადა მომღერალმა ზურა მანჯავიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
„მთელმა ქვეყანამ ღირსებით უნდა შედგას ნაბიჯი იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია. ის კეთილდღეობა, რომელიც მოჰყვება დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, ყველაფერი უნდა მოხდეს წინაპრების დანატოვარი წესებით, ჩვეულებებით, ყველაფერ ამის გათვალისწინებით. ყველაფერი ეს შესაძლებელი და მიღწევადი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გავაკეთებთ სწორ არჩევანს. ჩემთვის ეს სწორი არჩევანია „ქართული ოცნება“, - აღნიშნა მანჯავიძემ.