„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ღია მოწოდებები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების საგანია. ქუჩაში ხალხი, საარჩევნო უბნების ბლოკირება და ხელისუფლების დამხობა - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა, რომლის განხორციელებასაც 4 ოქტომბერს აპირებენ.
ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნებიდან" გაგდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა. სააკაშვილის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ-ერთ მედიასთან ისიც თქვა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას მმართველი გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ამუშავებს. "ქართული ოცნებიდან" წასულ პირებთან თანამშრომლობა აღიარა სოფო ჯაფარიძემაც.
მმართველ გუნდში ოპონენტებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
"რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი ანიტა, ამ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილი, რეალობა ყოფილა და ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას მჭიდრო კავშირში იყვნენ თურმე "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ახლაც რაღაც გარკვეული გეგმები ამოძრავებთ, ერთი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად სუფთა იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. დაველოდებით, გამოაშკარავდება თუ არა ვინ კონკრეტულ პირებს გულისხმობენ და ვისთან ჰქონდა "ანიტა" ხაბეიშვილს და მისთანებს ინფორმაციის ორმხრივად გაცვლის მცდელობა", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.