მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გერმანელებს აქვთ მკაცრი მიდგომა, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება.
„რეალურად, გერმანელებს აქვთ მკაცრი მიდგომა ამ საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება და როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან ამ შემთხვევაში გერმანულმა მხარემ, რაც უკვე კარგია.
თუმცა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ თავად გერმანელებს, საკუთარი სამართლებრივი აქტებით აქვთ აკრძალული, შეზღუდული შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე ჩაატაროს აგიტაცია. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.