1735251690
ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი -
ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ისინი ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ასეთ პროცესებზე არსებით გავლენას ახდენს გლობალური ომის პარტია. ის ფაქტი, რომ გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამ დასკვნის გამოქვეყნება, მეტყველებს ერთ რამეზე - გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი. ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე. მე მგონია, რომ ამას უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილება, ამ დასკვნის გამოქვეყნების გადავადების თაობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.