ირანელები ტირანიის უღელს როდესაც მოიშორებენ, აშშ და ისრაელი მათ გვერდით იქნებიან, ჩვენ თეირანის ტირანებს ვესხმით თავს, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, როდესაც ირანელები ტირანიის უღელს მოიშორებენ, აშშ და ისრაელი მათ გვერდით იქნებიან, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბეით შემეშში ვიზიტისას ისაუბრა, სადაც ირანულ რაკეტას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

მისი თქმით, დღე, როდესაც მამაცი ირანელი ხალხი შეძლებს, მოიშოროს ტირანიის უღელი, ახლოსაა.

„როდესაც ეს დღე დადგება, ისრაელი და აშშ იქ იქნებიან“. მისი თქმით, თუ ირანი მოიპოვებს ბირთვულ შეიარაღებას და მისი გამოყენების საშუალებებს, ეს საფრთხე იქნება კაცობრიობისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვიცავთ უამრავ სხვას. ჩვენ თეირანის ტირანებს ვესხმით თავს, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.