VIDEO: ეს ის ხალხია, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთად იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ - დავით ქართველიშვილი ახალ კოალიციაზე

დავით ქართველიშვილი

ერთად იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მათგან რაიმე პოლიტიკურ ცვლილებას და დღის წესრიგის შექმნას პოზიტიურისას არ უნდა ველოდოთ, ისინი არიან ყოველთვის მომართული დესტრუქციაზე -  ამის შესახებ ანილიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ეს ის ხალხია, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთად იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მერე საელჩოების დავალებით, ამერიკის ყოფილი ელჩის, საფრანგეთის და ინგლისის ცნობილი საელჩოები ვინც არიან თბილისში, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიდნენ, მათი დავალებით, ეს ნაციონალური მოძრაობა დაიშალა და ახლა ხედავენ მათ რეიტინგს, რომ არაფერი რეიტინგი მათ არ აქვთ და ისევ ერთად დაჯდებიან, ეს არის იგივე კომბინაცია, რომ არაფერს რომ მივუმატოთ არაფერი, რომ არაფერი არ გამოდის, მათგან რაიმე პოლიტიკურ ცვლილებას და დღის წესრიგის შექმნას პოზიტიურისას არ უნდა ველოდოთ, ისინი არიან ყოველთვის მომართული დესტრუქციაზე, აი, ამით ცხოვრობს ეს ხალხი...“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.