არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ეს დაქირავებული კაცი რას დაწერს და რა განცხადებას გააკეთებს, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჯო უილსონთან დაკავშირებით.
ირაკლი ზარქუას თქმით, უილსონს არავინ არაფერს ეკითხება.
„ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ეს დაქირავებული კაცი რას დაწერს და რა განცხადებას გააკეთებს. ვინმე გინახავთ რომ უილსონს ხვდებოდეს? რომელიმე საერთაშორისო აქტორი. არასდროს. მაქსიმუმ შეხვდეს ბოკუჩავებს და ვაშაძეს იმიტომ, რომ ეს აქვთ, ამათი დაფინანსებული ხაზი.
მცდელობა აქვთ, რომ ვითომ ის „გლობალური ომის პარტია“, იგივე „დიფ სთეითი“, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ უკვე წლებია მოქმედებს, მათ შორის, საელჩოების, ევროპარლამენტარების სახელით, ეს მტრული აქტი, რომელიც მიიღეს, ამ ჩვენს უბადრუკებს უნდათ მიიწერონ, რომ ვითომ მუშაობენ. თავის ამომრჩეველს, თუ ვინმე შემორჩათ, ცდილობენ დაუმტკიცონ, რომ აი, ჩვენ ვმუშაობთ. სინამდვილეში, უილსონს ვინ ეკითხება რამეს. წერილს დაუწერენ, თქვენ ნახეთ, „ფარას“ ჩანაწერში იყო, ერთი მესიჯი რომ გამოდოს, ათასი დოლარი დაუჯდა კეზერაშვილს თავის დროზე. აი ასე, აფინანსებენ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ამერიკელი კონგრესმენის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოს მიმართ. პრემიერ-მინისტრის ღია წერილმა და ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით პარლამენტის პასუხმა ჯო უილსონი გააღიზიანა. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაურთო მთავარი არხის ე.წ. ქარდი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვები დამახინჯებული ფორმით გავრცელდა. ჯო უილსონმა იქსზე პოსტი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ჯო უილსონი „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებს.