ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: სიგიჟეებს ამბობენ, მოიგონეს ფარულობა არ იყო დაცულიო, რომ შეცდომაში შეიყვანონ თავისი ამომრჩეველი

ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე საუბრობს.

მისი თქმით, რადიკალები იტყუებიან თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არჩევნების დღეს დაცული არ იყო, რაც აბსურდია. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს.

„მოიგონეს ფარულობა არ იყო დაცული. ვნახეთ მოლდოვას მაგალითი, კონვერტშიც კი არ დებენ, ისე იყო. მე არ ვიცი, ის თუ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად საერთოდ. უბრალოდ კითხვას ვსვამ. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებში კონვერტშიც არ დებენ. იქ თუ დაცული იყო ფარულობა, აქ ჯერ ელექტრონული სისტემა, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა დაგვიმონტაჟეს, აუდიტი თვითონ ჩაატარეს თავიდან ბოლომდე ყველა ეტაპის. ყველა ეტაპი გაიარეს და მერე გადმოგვაბარეს ჩვენ და დამონტაჟდა, მერეც შემოწმდა. ამის შემდეგ ჩავდეთ სპეციალურ კონვერტში და ახლა ესეც არ მოსწონთ. სიგიჟეებს ამბობენ, იმიტომ რომ თავისი ამომრჩეველი, გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდების ვინც შეცდომაში შეიყვანეს, რომ ისინი დაარწმუნონ. ხომ ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უმრავლესობით, პირველ, მერე, მესამე ადგილზე თურმე ეს რადიკალები უნდა გასულიყვნენ. და ახლა, რომ ჩაფლავდნენ ცდილობენ, რომ თავიანთ პატრონებსა და იმ გარკვეული მცირე ჯგუფის თვალწინ დაიმკვიდრონ, რომ გამარჯვებულები არიან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.