გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
სასამართლო მსჯელობის შემდეგ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაასამართლოს ის რეჟიმი და რეჟიმის მსახურები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით.
ირაკლი ზარქუას თქმით, მიდის წმენდა იმ აგენტურისგან, ვინც ჩანერგილი იყო გარკვეულ უწყებებში.
„თქვენ იცით, რომ რეჟიმის გასამართლება მიმდინარეობს. ის, რაც ჩაიდინეს და 4 ოქტომბერი კიდევ დამატებითი მტკიცებულებაა თუ რა კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ გვქონდა შეხება და საქმე. რაღაც ნაწილი ჯგუფების, რამდენადაც ვიცი გაემიჯნენ, იგივე გახარია და „ლელო“ თუ არ ვცდები და ახლა ამათ ამუნათებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გასამართლდება. ისეთი მტკიცებულებები ჰქონდა კომისიას, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, რომ გადავირიეთ, როდესაც ვუსმენდით რას ჩადიოდნენ და როგორ.
ბუნებრივია, ამის რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელი იყო. ვიღაცას შეიძლება კითხვა გაუჩნდეს აქამდე სად იყავით. მათ ვპასუხობ. ჩვენ 2020-იდან დავიწყეთ რეალურად ქვეყნის გათავისუფლება ამ მანქურთებისგან და მათი პატრონებისგან. მანამდე ამოგვატრიალებდნენ. ვერ გაუძლებდა სახელმწიფო, სუსტი იყო სახელმწიფო რგოლები და ინსტიტუციები. ამიტომაც იყო ე.წ. კოჰაბიტაცია. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ იყო, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, არამედ იყო გარკვეული საელჩოების დირიჟორობით, რომ იქ ჩაგვესვა, ან კოალიციაში ისეთი ელემენტები, რომლებიც ზუსტად ვიცოდით, რომ ანტიქართულ პოლიტიკას ეწეოდნენ ოდითგანვე. დღეს როგორც არასდროს, ისეა დამოუკიდებელი როგორც ჩვენი ქვეყანა, მთავრობა, სახელმწიფო ინსტიტუციები. მიდის წმენდა იმ აგენტურისგან, ვინც ჩანერგილი იყო გარკვეულ უწყებებში და არასამთავრობო სექტორშიც ვნახეთ ხომ ვინ რას წარმოადგენს, რა ამოცანა ჰქონდათ.
სასამართლო მსჯელობის შემდეგ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაასამართლოს ის რეჟიმი და რეჟიმის მსახურები“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.