არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა 4 ოქტომბრის მოვლენების უმსხვერპლოდ დასრულების შესახებ პროფესორ მარინე ჩიტაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„ეს რადიკალები აქცენტირებული იყვნენ მთავრობის დამხობისკენ, რაც არის ძალიან მძიმე მუხლი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა მოღალატეებთან გვქონდა საქმე, როგორ გამოიყენეს ის ახალ გაზრდები. მე ვაფრთხილებდი ამ ახალგაზრდებს, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს. მათი ამოცანა იყო სულ სხვა - ისინი იღებდნენ დაკვეთას ქვეყნის გარედან, რომ ცეცხლში გაეხვიათ თბილისი. ეს კინო ხომ ნანახი გვქონდა”, - განაცხადა ზარქუამ.
მარინე ჩიტაშვილმა განაცხადა: „4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, სისხლი, გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი”.