გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია, 4 ოქტომბრის დამხობის შეუსრულებელი გეგმა და ფაქტი, იკრიბებოდნენ თუ არა ბაჩო ახალაიას სახლში? - ბრალდებები უკვე ოპოზიციიდანაც ისმის. ძალადობრივ მოვლენებთან ბაჩო ახალაიას კავშირზე საუბრობს "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც ისიც კი აღიარა, რომ ამ თემაზე ორგანიზატორებს კომუნიკაცია სააკაშვილთანაც ჰქონდათ. საპირისპიროს ამტკიცებენ "გირჩში" და ამბობენ, რომ ბაჩო ახალაიას გარშემო მიმდინარე პროცესები დადგმულია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას 4 ოქტომბერს რაღაცაზე ჰქონდათ გათვლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
"4 ოქტომბერს, ფაქტია, რადიკალები, არ ვიცი რის და ვის იმედად, მაგრამ რაღაც ორგანიზებულ ამბოხს და მთავრობის ჩამოგდებას გეგმავდნენ. ბუნებრივია, მართლა გიჟები ხომ არ არიან, რაღაცაზე ჰქონდათ გათვლა როგორც ქვეყნის გარედან დაფინანსებაზე, ასევე ქვეყნის შიგნით. არის ჩვენებებიც ხომ?! მათ შორის ჩერგოლეიშვილი რასაც ჰყვება. ესენი ერთი გუნდია, ეს "კოლექტიური ნაცმოძრაობა" და ახლა ერთმანეთს აბეზღებენ, ჩვენებებს აძლევენ თუ როგორ იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ მთავრობის ჩამოგდებას. ახლა ეშინიათ და ყველა ერთმანეთს ემიჯნება. სტრუქტურები არიან ჩართული და არავის ეპატიება ასეთი ქმედებები," - აცხადებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.