რას ამბობს ბიჭი, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ვიდეო ინტერნეტში ნახა და პოლიციაში დარეკა
1756723951
დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ისტორიაში მისი მუშაობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის პირველმა თავმჯდომარემ ირაკლი შატაკიშვილმა „ქრონიკას“ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი არის მამუკა მდინარაძე. ის არის გამორჩეული უნარების მქონე, ძალიან დიდი გამოცდილების კანდიდატი, რომელსაც როგორც კერძო, ისე საჯარო, პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ისტორიაში მისი მუშაობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული“, - აღნიშნა შატაკიშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.