სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მოთქმა, რომ აქციის დაშლით იყვნენ დაკავებული, ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება თვეების განმავლობაში ისმენდა და უყურებდა, როგორ მოუწოდებდნენ ხალხს შეკრებისკენ, რომ შემდეგ კონსტიტუციური წყობილება დაემხოთ.
„ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის დაშლით იყვნენ დაკავებული, ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის. საზოგადოება თვეების განმავლობაში ისმენდა და უყურებდა, როგორ მოუწოდებდნენ ხალხს შეკრებისკენ, რომ შემდეგ კონსტიტუციური წყობილება დაემხოთ. იმ დღეს მკაფიო განცხადებები გაკეთდა. ამის შემდეგ ხალხს მოუწოდეს, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად დაძრულიყვნენ. თავის დაძვრენას ბოლომდე შეეცდებიან, მაგრამ გამოძიება უტყუარი ფაქტებითა და მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით ხელმძღვანელობს. სასამართლოც გამოძიების არგუმენტებს შესაბამისად გაითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი, ვინც თვეების განმავლობაში პირდაპირი თუ ირიბი მეთოდებით რევოლუციის სამზადისით იყო დაკავებული, დღეს იძახის, რომ ამასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და ინტერესისის გამო იდგა.
„მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის ავანტურა დასრულდა, ყველა ის აქტორი, ვინც ახლა ამბობს, რომ მიტინგზე შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, გადატრიალების ლიდერებად წარმიაჩენდნენ თავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.