წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ის, რაც პროკურორმა განაცხადა ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამ ყველაფერზე არსებობს სამართლებრივი შეფასება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი ნორმები კანონშია ჩაწერილი.
„რა მსვლელობა ექნება გამოძიებას და გაგრძელება სასამართლოს, ეს უკვე გამოძიების და სასამართლოს საქმეა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.