წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, არანაირ საფრთხეს არ ქმნის პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის. როდესაც ერთი ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატი, მისი მსგავსი სხვა კომპანიის პრეპარატით იცვლება, საჭიროა ექიმის ყურადღება. ინსულინის მომხმარებელ პაციენტს ექიმის ყურადღება ზოგადად, ძალიან სჭირდება. განსაკუთრებით, საუბარია დიაბეტი ტიპი 1-ის შესახებ, სადაც ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობა, დაავადების წარმატებული მართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, - ასე შეაფასა ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის სამეცნიერო ასოციაციების წევრმა, პროფესორმა დავით მეტრეველმა, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, გრძელდება მისი ანალოგით - მსოფლიოში მოწინავე მწარმოებლის მედიკამენტით, ფრანგული „სანოფი ავენტისის“ ინსულინით- „აპიდრა“.
როგორც საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ამ ორი პრეპარატის ურთიერთჩანაცვლება პაციენტს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.
„მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის მხრივ, არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის ზოგადი წესია, რომ ექიმს მეტი ყურადღების გამოჩენა უწევს. ყველა კონკრეტული პაციენტის კონკრეტული მონაცემების გათვალისწინებით, ექიმი რჩევა-დარიგებას აძლევს პაციენტს. თუმცა, როგორც წესი, „ნოვორაპიდიდან“ მედიკამენტ „აპდიდრაზე“ გადასვლა, სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. შემდეგაც, თავისუფლად შეიძლება ისევ „ნოვორაპიდზე“ დაბრუნება და არც მის მაგივრად „აპიდრას“ გამოყენებას შეუქმნია, არასოდეს, სირთულეები. რომელი კომპანიის პრეპარატითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი პაციენტები, ექიმის დახმარებით, იმის შესაბამისად შეირჩევა დოზები, რეჟიმი და ა.შ.“
უფრო მეტსაც გეტყვით, გასულ წლებში, კარგად მახსოვს ასეთი ეპიზოდები, როდესაც ბავშვების ნაწილი უპირატესობას ანიჭებდა „აპიდრას“ როგორც პრეპარატს და „ნოვორაპიდის“ მაგივრად, სწორედ მას ირჩევდნენ“, - აღნიშნა პროფესორმა.