ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის მიერ ქართული არასამთავრობოების დაფინანსების თემით პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაინტერესებაზე: ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც იჩენს თავს

ირაკლი ქადაგიშვილი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თემით გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაინტერესებას. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც იჩენს თავს.

„ეს პროცესი კარგია იმით, რომ თვითონ ამ ქვეყნებში ისმოდეს საზოგადოების ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი თანხები იხარჯებოდეს არა ათასგვარი ფერადი რევოლუციების თუ იდეოლოგიების გასავრცელებლად, არამედ მართლაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესების , ეს არის მნიშვნელოვანი ტენდენცია და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებშიც იჩენს თავს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გერმანიაში ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაინტერესდა, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტებით, ან სხვა საშუალებებით.

აღნიშნულ თემაზე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვაკვირდებით, თუ სად მიდის გერმანელი გადასახადების გადამხდელთა ფული. მით უმეტეს ვიცით გარკვეული სკანდალების შესახებ, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოში დააფინანსოს კონკრეტული ორგანიზაციები“.