ცნობილი ბლოგერი ათასობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაიღუპა
1759265262
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და მათ ზემოთ მდგომებს აქვთ პოლიტიკური მიზანი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც მარიონეტი იქნება. ამ მიზნის გამო ყველაფერზე დაბრმავებული თვალებით იყურებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2 ოქტომბერს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა.
„საქართველოში ადამიანის რომელი უფლებაა დარღვეული? ყველა საქმეში, რომელიც ევროსასამართლოში წაიღეს, საქართველო აღმოჩნდა აბსოლუტურად მართალი. აქ ზოგიერთი მოსახლეობას პოლიციის დასარბევად და პარლამენტში ცეცხლის გასახსნელად რომ ერეკება, ამას კანონი თუ პასუხს სცემს, არ არის ადამინის უფლებების დარღვევა. PACE-მ ჯერ იმ არჩევნების შედეგები აღიაროს, რაც იგივე ეუთო/ოდირმა მონიტორინგის შედეგად დადო და დაგმოს ის, რომ აქ არჩევნების დღეს დემოკრატიის წინააღმდეგ ტერორიზმის მოწყობას აპირებდნენ. შეეშვან ამ ნახევრად დაბრმავებული თვალებით საქართველოზე ყურებას.
მათ საქართველოში დემოკრატია თუ სურთ, დემოკრატიას დაუჭირონ მხარი და არა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ მოძრაობას, რომელიც რეალურად, დემოკრატიას აფერხებს. PACE-ს და მათ ზემოთ მდგომებს აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც მარიონეტი იქნება. ამ მიზნის გამო ყველაფერზე დაბრმავებული თვალებით იყურებიან. ეს არის მათი პრობლემა და არა – ჩვენი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.