სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ევროპულ სტანდარტებს რაც უფრო ვუახლოვდებით, ამის მით უფრო მიუღებლობა აქვთ მათ, ვინც ევროპის დროშაშემოხვეული ათასგვარ გადატრიალებას აწყობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მცირერიცხოვანი ჯგუფის საპროტესტო ჟინის აღსრულებისთვის დედაქალაქის პარალიზება არცერთ ევროპულ ქვეყანაში და არც ამერიკაშია დაშვებული და მისაღები.
„რა არის თავისუფლება და დემოკრატია? – ეს არის უფლებები და პასუხისმგებლობები. თითოეული ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკოსი მის უფლებას და პასუხისმგებლობას უნდა ათვიცნობიერებდეს. შეუძლებელია, იმისათვის, რომ ოცმა ადამიანმა გაურკვეველი თავისი საპროტესტო ჟინი გამოხატოს, ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება მოახდინოს. ეს არც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და არც საპროტესტო ღონისძიების ჩატარების წესში, ეს არცერთ ევროპულ სტანდარტში არ ჯდება. ევროპულ სტანდარტებს რაც უფრო ვუახლოვდებით, ამის მით უფრო მიუღებლობა აქვთ მათ, ვინც ევროპის დროშაშემოხვეული ათასგვარ გადატრიალებას აწყობს. ევროპა თუ სურთ, უნდა იცოდნენ, რომ იქ კანონები მოქმედებს და ჩვენი სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. დღეს, ევროპას რატომ აქვს პრობლემა? – იმიტომ, რომ მთელი რიგი პრინციპები მორყეულია, რაც ევროპისთვის ფუძემდებლური იყო. მერწმუნეთ, მცირერიცხოვანი ჯგუფის საპროტესტო ჟინის აღსრულებისთვის დედაქალაქის პარალიზება არცერთ ევროპულ ქვეყანაში და არც ამერიკაშია დაშვებული და მისაღები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.